ზარმაცების ბელიაში

უმარტივესად მზადდება. კარგად იბრაწება. ზარმაცების ბელიაში გამოდის ნოყიერი, რბილი, გემრიელი. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფარში  300გრ;
  • ხახვი  1თ;
  • კეფირი  2ჭ;
  • მარილი  ½ჩ/კ;
  • სოდა  ½ჩ/კ;
  • შაქარი  ½ჩ/კ;
  • ფქვილი  300გრ;
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

კეფირს დავამატოთ სოდა, მარილი, შაქარი, ამოვურიოთ და 5 წთ დავაყოვნოთ. დავამატოთ გაცრილი ფქვილი და ავურიოთ. ცომი გამოვა ოლადების ცომის კონსისტენციის. დავაქუცმაცოთ ხახვი, შევურიოთ ფარშს, ფარში კი ცომშ შევურიოთ. გავაცხელოთ ტაფაში ზეთი, თითო ს/კ ცომი დავსხათ და გამოვაცხოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო