ზღვის კომბოსტოს სალათი სოკოთი

ზღვის კომბოსტოს სალათი სოკოთი ორიგინალური და არომატული კერძია. სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 35 წთ. ულუფა: 2.

ინგრედიენტები:

  • ქამა სოკო  170გრ;
  • ხახვი  40გრ;
  • თეთრი ლობიოს კონსერვი  80გრ;
  • ზღვის კომბოსტო  80გრ;
  • ზეთი  40მლ;
  • მაიონეზი  60-70გრ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. სოკო თხელ ნაჭრებად დავჭრათ, ხახვი – ალყა-ალყა და ზეთში მოვხრაკოთ ორივე ერთად. გავაცივოთ. დავჭრათ ზღვის კომბოსტო, გადავიტანოთ სასალათეში, დავამატოთ სოკო, ლობიო, მარილი, პილპილი, მაიონეზი მოვასხათ და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო