ბროკოლის კრემ-სუპი რძით

თითქოს უცნაურია, მაგრამ რძე და ბოსტნეული კარგად ეხამება ერთმანეთს. მოამზადეთ ეს წვნიანი და თავადაც დარწმუნდებით. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ბროკოლი  800გრ;
  • რძე  3ჭ;
  • ნაღები  250მლ;
  • ხახვი  2თ;
  • ნიორი  2-3კბილი;
  • კარაქი  20გრ;
  • რბილი ყველი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ცეცხლზე მაღალი ტაფა შემოვდგათ, ჩავდოთ კარაქი. გავარჩიოთ ხახვი და ნიორი, გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ და ტაფაში ჩავყაროთ. მოვხრაკოთ. გავრეცხოთ ბროკოლი, ყვავილედებად დავშალოთ და ტაფაში ჩვადოთ, დავასხათ რძე. დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ ბოსტნეული ნახევარი საათი. ყურადღებით ვიყოთ, რომ რძე არ წამოვიდეს, მასას სულ უნდა ვურიოთ. თავზე დავაფაროთ. 20 წუთის შემდეგ ავხადოთ სახურავი, დავასხათ ნაღები. ყველი დავჭრათ და ჩავამატოთ, მარილი და პილპილი გემოვნებით დავაყაროთ. დავაფაროთ თავზე და კიდევ 10-15 წთ ვხარშოთ. გავაცივოთ, გადავიტანოთ ეს მასა ბლენდერის კონტეინერში, დავაქუცმაცოთ. სუფრაზე გატანის წინ შევათბოთ. გემრიელად მიირთვით!