ამერიკული ფანქეიქი

თითქოს  ბლინებსა და ოლადებს შორის  შუალედური ადგილი უკავია ამ ამერიკულ ცომეულს. ძალიან კარგი იდეაა საუზმეზე, მშრალ ტაფაზე უნაზესი და ფუმფულა ბლინები ცხვება. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები;

  • ფქვილი  1,5ჭ;
  • რძე  1ჭ;
  • კვერცხი  1ც;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • შაქარი  2ს/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • ზეთი  2ს/კ;

მომზადების წესი:

ავიღოთ  ღრმა ჯამი.  ჩავასხათ რძე, დავამატოთ ზეთი, მარილი, შაქარი, ჩავახალოთ კვერცხი. 5-7 წუთი მიქსერის მაქსიმალურ სმძლავრეზე ავთქვიფოთ ეს კომპონენტები. ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მიქსერით კარგად ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი ისეთი სქელიარ უნდა იყოს, როგორც ოლადების, და არც ისეთი თხელი, როგორც ბლინების. კარგად გავახუროთ ტაფა, შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ. სუფრის კოვზით დავსვათ ცომი ტაფაზე, წრეებად. თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ტაფა არ მიიკრავს, მაშინ ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით წაუსვით ზეთი. ერთხელ წასმა ეყოფა. როგორც კი ფანქეიქის ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება, ამოვაბრუნოთ და მეორე მხარეც გამოვაცხოთ. გემრიელად მიირთვით!