თუ შინაც იგივენაირი ,,ცეზარი“ მოგინდათ, როგორიც რესტორანშია, მაშინ აუცილებლად ეს სოუსი უნდა მოასხათ სალათს. მისი მომზადება ძალიან მარტივია და დიდ დროსაც არ წაგართმევთ. დამზადების დრო: 10 წთ.
ინგრედიენტები:
- მაიონეზი 3ჩ/კ;
- მდოგვი 1ჩ/კ;
- ანჩოუსი (კონსერვი) 3ც;
- ნიორი 4კბილი;
- ლიმონის წვენი 50მლ;
- ზეითუნის ზეთი 200მლ;
- მარილი, პილპილი მწიკვი;
მომზადების წესი:
სამზარეულოს კომბაინის ჭიქაში ჩავდოთ ანჩოუსები, მდოგვი, მაიონეზი და ნიორი. დავამატოთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. დავაქუცმაცოთ ერთგვაროვანი პასტის მიღებამდე. პროცესში ვამატოთ ნელ-ნელა ზეითუნის ზეთი, სანამ არ მივიღებთ საჭირო, სქელ კონსისტენციას. ნახევარი საათით შევდგათ მაცივარში და შემდეგ მოვასხათ სალათს. გემრიელად მიირთვით!