კაჩიატორე

კაჩიატორე უგემრიელესი იტალიური კერძია, რომელიც ქათმის ბარკლებით მზადდება. არომატულია, ნოყიერი, მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6-8.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ბარკლები  2კგ;
  • ნიახური  2ღერი;
  • სტაფილო  2ც;
  • ხახვი  2თ;
  • პომიდორი  600გრ;
  • ქათმის ბულიონი  500მლ;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ზეთში შევწვათ ბარკლები. წვრილად დავჭრათ ხახვი, სტაფილო და ნიახური. გადმოვიღოთ ბარკლები და იმავე ტაფაში მოვხრაკოთ ბოსტნეული. პერიოდულად ვურიოთ. 2-4 წთ შემდეგ ზემოდან დავაწყოთ ბარკლები, წვრილად დაჭრილი პომიდორი და ამოვურიოთ. დავასხათ ბულიონი, ავადუღოთ, თავზე დავაფაროთ. ვშუშოთ 40 წთ. ბოლოს მარილი დავამატოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო