ქათმის “ხალადეცი” ანუ ლაბა

ქათმის “ხალადეცი” ანუ ლაბა მარტივად მზადდება. ბიუჯეტური კერძია, გამოდის უგემრიელესი. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ბარკლები  500გრ;
  • წყალი  1ლ;
  • სტაფილო  80გრ;
  • ხახვი  80გრ;
  • შავი პილპილის მარცვლები  6-7ც;
  • დაფნის ფოთოლი  6ც;
  • მარილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბარკლები და ქვაბში ჩავაწყოთ. დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად დაბალ ცეცხლზე. მარილით შევანელოთ. დავამატოთ კარგად გარეცხილი ხახვი, გაურჩეველი, და დაჭრილი სტაფილო. დავამატოთ პილპილის მარცვლები, დაფნა და კიდევ 30 წთ ვადუღოთ. ამოვაწყოთ ხორცი, ძვლები და კანი მოვაცილოთ, ჩავაწყოთ სასურველ ჭურჭელში, დავამატოთ მოხარშული სტაფილო, დავასხათ დაწურული ნახარში, შვდგათ მაცივარში 3-4 სთ, კარგად რომ შეიკრას. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო