ქათმის ფრთები საფანელში

ვისაც ქათამი უყვარს, ეს კერძიც მოეწონება. უმარტივესად მზადდება და გამოდის გემრიელი. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფრთები  10ც;
  • ფქვილი  8ს/კ;
  • საფანელი  8ს/კ;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი, სანელებლები  გემოვნებით;
  • ზეთი  150გრ;

მომზადების წესი:

მოვაცილოთ ფრთებს კანი, მოვაჭრათ ზედმეტი ნაწილები, გავრეცხოთ. დავაყაროთ მარილი და პილპილი. ცალკ-ცალკე ჩავყაროთ ფქვილი და საფანელი, ავთქვიფოთ კვერცხი. ამოვავლოთ ფრთები ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და შემდეგ საფანელში და შევწვათ ადუღებულ ზეთში. ქათმის ფრთები საფანელში დასაგემოვნებლად მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო