გრილზე მომზადებული საქონლის ხორცი

უმარტივესი რეცეპტია. ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ამინდის დროს შეწვავთ ასე გემრიელად ხორცს. მთავარია, ახლობელი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იყოთ. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი  1კგ;
  • ხახვი  0,5თ;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ხორცი გამოვიღოთ მაცივრიდან და დავაყოვნოთ ცოტა ხანს, რომ ოთახის ტემპერატურა მიიღოს. შემდეგ დავჭრათ დიდ ნაჭრებად. გავასუფთავოთ გრილის ბადე, დავანთოთ ცეცხლი, თეფშში დავასხათ ცოტაოდენი ზეთი და ჩავდოთ ნახევარი თავი ხახვი. ამ ხახვით უნდა გავწმინდოთ გრილის ბადე. დავაწყოთ ხორცი და შევწვათ, ხშირ-ხშირად უნდა ამოვაბრუნოთ. მზა ხორცი სუფრაზე გავიტანოთ პილპილთან ერთად. გემრიელად მიირთვით!