კვერცხის შეღებვა ხახვის ფურცლებით

ეს მეთოდიც საკმაოდ პოპულარულია და გამოცდილი. ასე შეღებილი კვერცხი ძალიან ხასხასა მუქი ყავისფერი გამოდის, სიწითლეში გადადის თითქმის. დრო:30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ხახვი  4-5 თ;
  • წყალი  4ჭ;
  • მარილი  1ს/კ;
  • ძმარი  2ს/კ;
  • კვერცხი  4ც;

მომზადების წესი:

ხახვის ფურცლები ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვადუღოთ 10-15 წუთი. გავაცივოთ, შემდეგ ჩავაწყოთ მასში კვერცხი, ჩავასხათ ძმარი, დავამატოთ მარილი და ვადუღოთ 20-25 წუთი, ასე მივიღებთ მუქ შეფერილობას. გადმოვდგათ, ცოტა ხანი გავაჩეროთ ხსნარში და შემდეგ ამოვალაგოთ კვერცხი. გავაპრიალოთ ზეთში დასველებული ქსოვილით და დავალაგოთ ლანგარზე. მრავალ აღდგომას დაესწარით!