ლიტვური ცივი ბორში

ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებულად აქტუალურია ეს კერძი. ძალიან ნოყიერია და გემრიელი. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  3ც;
  • კიტრი  2ც;
  • კვერცხი  2-3ც;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • კამა  1კონა;
  • კეფირი 0,5ლ;
  • ადუღებული წყალი  0,5ლ;
  • არაჟანი  3ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოხარშული ჭარხალი ჩავხეხოთ ქვაბში. წვრილად დავჭრათ მოხარშული კვერცხი. ასევე წვრილად დავჭრათ მწვანე ხახვი და კიტრი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, არაჟანი და მარილი მოვაყაროთ გემოვნებით. ყველაფერი ავურიოთ, დავასხათ კეფირი და გაციებული ადუღებული წყალი. კიდევ ავურიოთ და ნახევარი საათით დავაყოვნოთ. სუფრაზე გავიტანოთ მოხარშულ კარტოფილთან ერთად. გემრიელად მიირთვით!