მჟაუნას სუპი

ეს კერძი სეზონურია და გაზაფხულის დადგომისთანავე შეგიძლიათ მოამზადოთ! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  2ლ;
  • ღორის ხორცი  300გრ;
  • კვერცხი  3-4ც;
  • კარტოფილი  2-3 ც;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • მჟაუნა  1კონა;
  • მარილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი, გავფცქვნათ ხახვი, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 1-1,5 საათით, მოვხადოთ ქაფი. კარტოფილი დავჭრათ და ჩავყაროთ ქვაბში. ხორცს მოვაშოროთ ძვლები, დავჭრათ და ისიც ბულიონში ჩავუშვათ. დავჭრათ წვრილად მჟაუნა და მწვანილი და ცავყაროთ ქვაბში. ცალკე მოვხარშოთ კვერცხი, გავარჩიოთ, წვრილად დავჭრათ და ჩავყაროთ ქვაბში. სუფრაზე გატანისას სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ არაჟანი. გემრიელად მიირთვით!