“ოჯახური’’

ძალიან გემრიელი, ნოყიერი და ნამდვილი შინაურული კერძია.  სადილად და ვახშმად უკეთესს ვერც ინატრებთ. დამზადების დრო: 1 სთ. 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი  800-1000გრ;
  • კარტოფილი  1კგ;
  • ხახვი  300გრ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • სუნელები  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი გამდინარე წყალში, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ოდნავ დავბეგვოთ. წავუსვათ მარილი, პილპილი, ხმელი სუნელი, დაფქული ქინძი და სხვ. (გემოვნებით) და დავაყოვნოთ ნახევარი საათი მაცივარში. შემდეგ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და დავაწყოთ ხორცი. დავაფაროთ თავზე და დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ. გავთალოთ კარტოფილი, გავრეცხოთ და დიდ ნაჭრებად დავჭრათ. ხორცის მომზადების დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ შევწვათ კარტოფილი, ცალკე ტაფაში ზეთში. მოვაყაროთ მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ხორცს დროდადრო ამოვურიოთ. 1 საათში მზად იქნება.  მზაობამდე 5-10 წუთით ადრე დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. შემდეგ შემწვარი ხორცი დავდოთ თეფშის შუაში და ირგვლის კარტოფილი შემოვუწყოთ. გემრიელად მიირთვით!