პასკა მარტივად

მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტია ყველასათვის. პასკა გამოდის უგემრიელესი. დამზადების დრო: 3სთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  3ც;
  • კარაქი  175გრ;
  • რძე  100მლ;
  • მარილი  0,5 ჩ/კ;
  • შაქარი  5-6 ს/კ;
  • ფქვილი  450გრ;
  • საფუარი  3-4 ჩ/კ;
  • ქიშმიში  130გრ;

მომზადების წესი:

გარჩეულ ქიშმიშს დავასხათ წყალი და ჩავალბოთ, რომ გაფუვდეს. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ 3 ს/კ შაქარი. რამოდენიმე წუთში დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, მოვზილოთ ცომი. შემდეგ გადავიტანოთ ცომი ცხიმწასმულ ფორმაში. დავაყოვნოთ თბილ ადგილას 2-3 საათი. შევდგათ აირღუმელში, 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 30-40 წუთი. მზა პასკა მოვრთოთ ჭიქურათი, მოვაყაროთ საკონდიტრო ბურთულები. გემრიელად მიირთვით!