პიცა ქამა სოკოთი, ძეხვითა და ყველით

მზა ცომი თუ გაქვთ, ამ პიცას უსწრაფესად მოამზადებთ და გემრიელად დაანაყრებთ მთელს ოჯახს. დამზადების დრო: 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • მზა საფუარიანი ცომი  400გრ;
  • ქამა სოკო  100გრ;
  • ძეხვი  150გრ;
  • ტომატის სოუსი  5ს/კ;
  • კარაქი  50გრ;
  • მაგარი სახეობის ყველი  200გრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ცომი გავყოთ 2 ნაწილად. მრგვალ საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, ჩავდოთ ცომის ერთი გაბრტყელებული ნაწილი. წავუსვათ ტომატის სოუსი, დავაწყოთ თხლად დაჭრილი კარაქი. მოვაწყოთ დაჭრილი სოკო და ძეხვი. დავახეხოთ ყველი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 12 წუთით. სუფრაზე გავიტანოთ ცხელი პიცა. გემრიელად მიირთვით!