სუფლე “ჩიტის რძე”

ნაზი, ჰაეროვანი, საოცარი დესერტია. ადვილად მოამზადებთ, უბრალოდ თვალი მიადევნეთ ამ რეცეპტს. დამზადების დრო: 6 სთ.

ინგრედიენტები:

  • ჟელატინი  21გრ;
  • რძე  1,5ჭ (1ჭ სუფლე, 5ს/კ შოკოლადის ტოპინგი);
  • არაჟანი  450გრ;
  • ნაღები  450გრ;
  • კაკაო  5ს/კ;
  • შაქარი  1,5ჭ (1ჭ სუფლე, 5ს/კ შოკოლადის ტოპინგი);
  • წყალი  200მლ;

მომზადების წესი:

პატარა ქვაბში ჩავასხათ 1ჭ რძე და დავამატოთ 14 გრ ჟელატინი. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და სათქვეფელათი ვთქვიფოთ. არ უნდა ავადუღოთ, როგორც კი წვრილ ბუშტუკებს შევამჩნევთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან. მიქსერის კონტეინერში ჩავასხათ არაჟანი და ნაღები, დავამატოთ 1ჭ შაქარი, ავთქვიფოთ. თქვეფისას დავამატოთ რძიანი მასა. მინის ფორმას წავუსვათ ზეთი, ჩავასხათ მასში მიღებული მასა, ზედაპირი გავასწოროთ, გადავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ მაცივარში. დარჩენილი შაქარი, კაკაო, 7გრ ჟელატინი ჩავყაროთ პატარა ქვაბში, დავასხათ წყალი და კარგად ავურიოთ. დავდგათ საშუალო ცეცხლზე, თან ვთქვიფოთ სათქვეფელათი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ. დავაყოვნოთ 1 საათი. გამოვიღოთ მაცივრიდან ფორმა, დავასხათ შოკოლადიანი მასა და ისევ მაცივარში შევდგათ 4-5 საათით. სუფრაზე გატანის წინ სუფლე პატარა ნაჭრებად დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!