უბრალო, ყოველდღიური სუპი

წვნიანის მიღება ყოველდღიურად აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. სწორედ ეს რეცეპტი დაგეხმარებათ ამ საქმეში. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ხახვი  1თ;
  • ტკბილი წიწაკა  1ც;
  • ნიორი  6კბილი;
  • პომიდორი  6ც;
  • სიმინდის კონსერვი  1ჩ/ჭ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • წვრილი მაკარონი 1ჩ/ჭ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და გავარჩიოთ ბოსტნეული, დავჭრათ მომცრო ნაჭრებად. ტაფაში ჩავასხათ ზეთი, მოვშუშოთ ხახვი, წიწაკა და ნიორი. დავამატოთ პომიდორი და დავასხათ 1 ჩ/ჭ წყალი, მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი. გადმოვდგათ და ბლენდერში გავთქვიფოთ სუპი. ისევ დავდგათ ცეცხლზე. როცა ადუღდება, ჩავყაროთ მაკარონი ჩავმატოთ სიმინდი და მაკარონის მოხარშვისთანავე გადმოვდგათ. მარილი და პილპილი მოვაყაროთ გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!