ღორის ხორცის ოჯახური

მზადდება ბოსტნეულთან ერთად და გამოდის უგემრიელესი. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ღორის რბილი ხორცი  200გრ;
  • კარტოფილი  2ც;
  • ბულგარული  ½ ც;
  • ხახვი  ½ ც;
  • პომიდორი  1ც;
  • მწვანე ხახვი  2-3 ღერი;
  • ნიორი  2-3 კბილი;
  • წითელი ღვინო  1 ჭიქა;
  • ვაშლის ძმარი  2ს/კ;
  • მარილი;
  • პილპილი;
  • წითელი ტკბილი წიწაკა გემოვნებით;

მომზადების წესი:

დავჭრათ კუბებად ხორცი და დავასხათ ღვინო, ძმარი, დავაყაროთ პილპილის ნარევი, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი, დანაყილი ნიორი, ავურიოთ და გავაჩეროთ ამ მარინადში 6 საათი. დავჭრათ მსხვილად კარტოფილი, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ 180 გრადუსზე ღუმელში, მზაობამდე.  ხორცი ოდნავ შევწვათ, დავამატოთ დაჭრილი წითელი ბულგარული, შევწვათ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავამატოთ კარტოფილი და დაჭრილი პომიდორი. მოვთუშოთ კიდევ 2=3 წუთი. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.