ხაშლამა

ჩვენში საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული კერძია. უცხოელებსაც ძალიან მოსწონთ. არის უგემრიელესი. მთავარია, სწორად მოიხარშოს საქონლის ხორცი. დამზადების დრო: 4 სთ.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი  1კგ;
  • დაფნის ფოთოლი  2ც;
  • შავი პილპილის მარცვლები  6ც;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  2კბილი;
  • მარილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი და დიდ ნაჭრებად დავჭრათ. ღრმა ქვაბში გავცხელოთ წყალი და ხორცი ჩავაწყოთ. დავაფაროთ თავზე და ცეცხლზე დავდგათ. ავადუღოთ და წყალი გადავწუროთ. დავასხათ ახალი წყალი, დავამატოთ გარჩეული, გარეცხილი, შუაზე გაჭრილი ხახვი. წამოვადუღოთ, მოვქაფოთ. თავზე ოდნავ ავხადოთ და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 1 საათი. დავამატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი, ნიორი. დავაფაროთ თავზე და კიდევ 2 საათი ვხარშოთ. გემრიელად მიირთვით!