პასკა ბებოს რეცეპტით

ეს რეცეპტი წლობითაა გამოცდილი. ასე გამომცხვარი პასკა გამოდის ნაზი, არომატული და უგემრიელესი. დამზადების დრო: 4 სთ.

ინგრედიენტები:

  • ცხიმიანი არაჟანი  60გრ;
  • რძე  250 მლ;
  • დაპრესილი საფუარი  25 გრ;
  • შაქარი  180გრ;
  • ვანილი  2პ;
  • ფქვილი  4ჩ/ჭ;
  • კვერცხი  2ც;
  • კარაქი  60გრ;
  • თეთრი ქიშმიში  100გრ;
  • საკონდიტრო მოსაყრელი  15 გრ;

გლაზური:

  • ცილა 1ც;
  • შაქრის პუდრა  3 ს/კ;

მომზადების წესი;

ერთ ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ მწიკვი მარილი და 1 ს/კ შაქარი. კიდევ ჩავამატოთ 2-3 ს/კ ფქვილი, კარგად ავურიოთ დავაფაროთ და დავტოვოთ თბილ ადგილას 15 წუთით. უნდა გაიკეთოს ქაფი, ასე მიხვდებით, რომ ამოდის საფუარი. ამ მასაში ჩავყაროთ დარჩენილი შაქარი, ჩავსხათ გამდნარი კარაქი, დავამატოთ ვანილი, არაჟანი, კვერცხი და კარგად ავურიოთ. გავცრათ ფქვილი და ნელ-ნელა ვამატოთ თხელ მასას. მოვზილოთ ცომი. დავაფაროთ და დავდგათ სითბოში 1-1,5 საათი. ცომი კარგად უნდა ამოვიდეს. ჩავალბოთ და გავაშროთ ქიშმიში, შევზილოთ ცომში. თუნუქის საცხობ ფორმებს წავუსვათ ზეთი და მესამედზე ჩავდოთ ცომი. დავაყოვნოთ სითბოში 30-40 წუთი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-45 წუთი. გამოვიღოთ, გავაცივოთ ფორმაშივე და აკურატულად გადმოვიღოთ. გლაზურის მოსამზადებლად კარგად ავთქვიფოთ ცილა, დავამატოთ შაქრის პუდრა და კარგად ავურიოთ. შეგვიძლია  ლიმონის რამოდენიმე  წვეთი დავამატოთ. წავუსვათ გლაზური პასკებს, მოვაყაროთ საკონდიტრო მოსაყრელი. ბედნიერი აღდგომა!