პასკა, რომელიც სწრაფად მზადდება

ეს პასკა ცხვება სწრაფად, გამოდის არომატული და გემრიელი. მისი გამოცხობა ნებისმიერ დიასახლისს შეუძლია. დამზადების დრო:  3 სთ.

ინგრედიენტები:

  • რძე  0,5ლ;
  • მშრალი საფუარი  12გრ;
  • ფქვილი  1-1,3კგ;
  • კვერცხი  5ც;
  • კარაქი  200გრ;
  • შაქარი  300გრ;
  • ვანილი  1პ;
  • მუსკატის კაკალი  ½ ჩ/კ;
  • ქიშმიში  0,5 ჭ;
  • ცილა 2ც;
  • შაქრის პუდრა  100120გრ;
  • მარილი  მწიკვი;
  • მოსაყრელი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

40 გრადუსამდე შევათბოთ რძე, გავხსნათ მასში საფუარი, დავამატოთ სუფრის კოვზი შაქარი, 0,5კგ ფქვილი,ავურიოთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე,დავაფაროთ და დავაყოვნოთ თბილ ადგილას   30 წუთით. ამ დროში ეს მასა ორჯერ მატულობს მოცულობაში. კარაქი თბილ ადგილზე დავდოთ, რომ დარბილდეს. გავცალკევოთ კვერცხის გულები და ცილები. ავთქვიფოთ გული შაქართან და მარილთან ერთად, დავამატოთ საფუარიანი მასა, დარბილებული კარაქი და ავთქვიფოთ მიქსერით. ცალკე ავთქვიფოთ ცილა და შევურიოთ ძირითად მასას. კარგად ავურიოთ, დავამატოთ ქიშმიში, მუსკატის კაკალი და კიდევ გადავურიოთ. ვაყრით დარჩენილ ფქვილს და მოვზილოთ ცომი. ცომი არ უნდა გვეკრობოდეს ხელზე. გადავაფაროთ და სითბოში გავაჩეროთ 1 საათი. ამოსული ცომი ჩავზილოთ, ავიღოთ ფორმები და შევავსოთ ერთ მესამედზე. გადავაფაროთ და 10 წუთი დავაყოვნოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 35-40 წუთი. ცილებითა და შაქრის პუდრით გავთქვიფოთ კარგად გლაზური. ღუმელიდან გამოღებულ ცხელ პასკებს წავუსვათ გლაზური, ფერადი მოსაყრელი გემოვნებით მოვაფრქვიოთ, შეგვიძლია ხილის ნაჭრებით მოვრთოთ. მრავალ აღდგომას დაესწარით!