ფენოვანი ნამცხვარი ვაშლით

არაჩვეულებრივი, ვაშლისა და დარიჩინის საოცარი გემოთი, უგემრიელესი დესერტია. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანები, გამოაცხეთ ეს ნამცხვარი! დამზადების დრო: 40 თ.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი  500გრ;
  • ვაშლი  2ც;
  • შაქარი  100გრ;
  • დარიჩინი  ½ს/კ;
  • კვერცხი  1ც;
  • კარაქი  30გრ;

მომზადების წესი:

წინასწარ გავალღოთ ცომი. გავრეცხოთ ვაშლი, თუ რბილი კანი აქვს, გათლა არ უნდა. დავჭრათ პატარა კუბიკებად. ტაფაში ჩავდოთ კარაქი, დავამატოთ ვაშლი, შაქარი, დარიჩინი და დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ 5-7 წუთი. როცა ვაშლი უკვე დაკარამელიზდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცომი დავჭრათ მართკუთხედებად, 5სმ :10სმ. გავაბრტყელოთ თითოეული მართკუთხედი. ცალ მხარეს დავდოთ 1ს/კ ვაშლის გულსართი, მეორე მხარე დავსეროთ, თავში და ბოლოში არა. გადმოვაფაროთ დასერილი მხარე, კიდეები შევკრათ. მომზადებული ნამცხვრები დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობზე, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, შევდგათ 200 გარდუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 15-20 წუთი. ნამცხვარს დავაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!