შინაური „ვატრუშკები“ შოკოლადის ფანტელით

ხაჭოს დესერტი ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოდის. შოკოლადით კი საოცარია! .შინაური „ვატრუშკები“ შოკოლადის ფანტელით ნაზი, არომატული, არაჩვეულებრივი გამოდის. დამზადების დრო: 2 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2ჭ;
  • კვერცხი  2ც;
  • რძე  0,5ჭ;
  • შაქარი  7ს/კ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მშრალი საფუარი  1ს/კ;
  • ხაჭო  1ჭ;
  • ვანილი 1გრ;
  • შოკოლადი  90 გრ;
  • მომზადების წესი:

რძე შევათბოთ, დავამატოთ 3ს/კ შაქარი, საფუარი და 1ც კვერცხი. ავურიოთ და ულუფებად დავამატოთ ფქვილი. დავსხათ ზეთი, კარგად გადავზილოთ, გადავაფაროთ ცომს, დავდგათ თბილ ადგილას 1 სთ. გადავიტანოთ მრგვალ საცხობ ფორმაში, ბორტები გავუკეთოთ, დავაფაროთ და 20 წთ გდავაყოვნოთ. ხაჭო, შაქარი, კვერცხი და ვანილი შევურიოთ ერთმანეთს. დავაბლენდეროთ, დავამატოთ 50 გრ დაქუცმაცებული შოკოლადი, ავურიოთ და დავადოთ გულსართი ცომს. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვახოთ 25-30 წთ. ოდნავ გავაცივოთ და გახეხილი შოკოლადი მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო