გულიაში საქონლის ხორცით

გულიაში საქონლის ხორცით შესანიშნავი იდეაა გემრიელი სადილისათვის. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი  1კგ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • ხახვი  3თ;
  • ნიორი  3კბილი;
  • წითელი დაფქული პილპილი  2ჩ/კ;
  • წყალი  600მლ;
  • პომიდვრის კონსერვი  400გრ;
  • ტომატი  2ს/კ;
  • ბულგარული წიწაკა  3ც ( წითელი, მწვანე);
  • დაფნის ფოთოლი  3ც;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ ხახვი, ნიორი ბულგარულს ყუნწები და თესლები მოვაცილოთ და ყველაფერი გავრეცხოთ. ხორციც გავრეცხოთ. ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსმდე. დავჭრათ ხორცი, დავაყაროთ მარილი და პილპილი, ამოვურიოთ. გახურებულ ტაფაში ჩავასხათ ზეთი, დავაწყოთ ხორცი, შევწვათ საშუალო ცეცხლზე და თან სულ ვურიოთ. დავამატოთ დაჭრილი ხახვი, დაკეპილი ნიორი და წითელი პილპილი. როცა ხორცი შეიწვება, დავასხათ წყალი, დავამატოთ ტომატი და დაფნის ფოთოლი. დავაყაროთ მარილი, ამოვურიოთ, წამოვადუღოთ, ტაფას თავზე დავაფაროთ და ღუმელში შევდგათ 1,5 სთ. დაჭრილი ბულგარული ნახევარი საათით ადრე დავამატოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო