კარტოფილის მობრაწულა ფარშით

ნოყიერი, მარტივად მოსამზადებელი კერძია. კარტოფილის მობრაწულა ფარშით უგემრიელესი გამოდის. სადილად ან ვახშმად კარგი იდეაა. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  350გრ;
  • ღორის ხორცი  250-300 გრ( ან მზა ფარში);
  • ხახვი  60-70გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  2-3ს/კ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • ყველი  70გრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ხახვი და ხორცი დავჭრათ, გავატაროთ ხორცსაკეპში, მარილი და პილპილი დავამატოთ, ავურიოთ. კარტოფილი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ჩავახალოთ კვერცხი, მარილით და პილპილით შევანელოთ. ფქვილი დავამატოთ და კოვზით ამოვურიოთ. საცხობ ფორმას ცხიმი გამოვუსვათ, კარტოფილის ნახევარი დავდოთ, ზემოდან ფარში და დარჩენილი კარტოფილი. მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ ღუმელში, 180 გრადუსზე 40 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო