ოლადები კეფირითა და ქიშმიშით

ოლადები კეფირითა და ქიშმიშით გამოდის ფუმფულა, ნაზი და უგემრიელესი. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • კეფირი  1ჭ;
  • კვერცხი  1ც;
  • ქიშმიში  100გრ;
  • ფქვილი  1,5ჭ;
  • შაქარი  2ს/კ;
  • მარილი  2 მწიკვი;
  • სოდა  1/3ჩ/კ;
  • ზეთი  40მლ;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავასხათ კეფირი. დავამატოთ მარილი და შაქარი. ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ სოდა, ავურიოთ, დავამატოთ გაცრილი ფქვილი, ავთქვიფოთ. გარეცხილ ქიშმიშს დავასხათ მდუღარე წყალი და 15-20 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ გადავწუროთ და ცომში ჩავყაროთ. ცხელ ტაფაში ზეთი ჩავასხათ, თითო ს/კ ცომი დავასხათ  და ოლადები გამოვაცხოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო