ოლადები საფუარიანი ცომით

ადვილად მზადდება, არომატული და გემრიელი ოლადებია. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2ჭ;
  • რძე  1,5ჭ;
  • კვერცხი  1ც;
  • საფუარი  30გრ;
  • შაქარი  1,5ს/კ;
  • მარილი  0,5ჩ/კ;
  • ვანილი 0,5ჩ/კ;
  • ვაშლი  1ც;
  • ქიშმიში  50გრ;
  • ზეთი  100მლ;

მომზადების წესი:

გავცრათ ფქვილი ჯამშივე, შუაში ამოვაღრმავოთ, დავასხათ 0,5ჭ თბილი რძე, დავამატოთ შაქარი და საფუარი. გადავურიოთ და 15 წთ დავაყოვნოთ. შწემდეგ დავასხათ დარჩენილი რძე, მარილი, კვერცხი, ვანილი დავამატოთ და ცომი მოვზილოთ. დავაფაროთ, დავდგათ თბილ ადგილას და დაველოდოთ, რომ ამოვიდეს. გავრეცხოთ ვაშლი, გავთალოთ, პატარა ნაჭრებად დავჭრათ, გადავარჩიოთ ქიშმიში, გავრეცხოთ და შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცზე. დავამატოთ ვაშლი და ქიშმიში ამოსულ ცომში, გადავზილოთ და ცოტა ხანს კიდევ დავაყოვნოთ. საშუალო ცეცხლზე გავახუროთ ტაფა, ჩავასხათ ზეთი და გამოვაცხოთ ოლადები. (1 ს/კ ზეთი წავუსვათ, ასე ცომი ადვილად მოსცილდება). ოლადები საფუარიანი ცომით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო