ფენოვანი სალათი ვირთევზათი

ნოყიერი და გემრიელი სალათია, უხდება ცივ დღეებს. ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 3 სთ. ულუფა: 5-6.

ინგრედიენტები:

  • ვირთევზა  300გრ;
  • კარტოფილი  3-4ც;
  • კვერცხი  3ც;
  • სტაფილო  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • შავი პილპილის მარცვლები  2-3ც;
  • დაფნის ფოთოლი  2ც;
  • მაიონეზი  გემოვნებით;
  • კამა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

თევზი წინასწარ მოვხარშოთ მარილწყალში, დავამატოთ პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, ვადუღოთ 12-15 წთ და ნახარშშივე გავაცივოთ, მოვაცილოთ ძვლები. 1ც სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი მოვხარშოთ, გავაცივოთ. ფართო ლანგარზე დავდოთ კულინარიული გასახსნელი რგოლი (16 სმ დიამეტრის). პირველ ფენად დავდოთ მსხვილად გახეხილი კარტოფილი, წავუსვათ მაიონეზი. მეორე ფენა თევზი, მაიონეზი წავუსვათ მარილი მოვაყაროთ. წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო ზეთში მოვხრაკოთ, გავაცივოთ და მესამე ფენად დავადოთ სალათს. კვერცხი გავაცალკევოთ ცილებად და გულებად, გავხეხოთ და მონაცვლეობით, ზოლებად დავაყაროთ ზემოდან, სალათი მაცივარში შევდგათ 1-2 სთ, შემდეგ აკურატულად მოვხსნათ კულინარიული რგოლი. 1ც სტაფილოდან გამოვჭრათ ყვავილების ფორმები და კამის ღერებთან ერთად მოვრთოთ ფენოვანი სალათი ვირთევზათი. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო