ქაფქეიქი “ტირამისუ”

ყავის არომატი კარგად ერწყმის რბილი ყველის და კაკაოს გემოს და განუმეორებელ დესერტს ქმნის. სცადეთ ქაფქეიქი “ტირამისუ” და გაიხალისეთ  ჩაის დალევის პროცესი.   დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარაქი  7ს/კ (4ს/კ ცომში, 3ს/კ კრემში);
  • ვაშლის პიურე  2ს/კ;
  • თეთრი შაქარი  140გრ;
  • შაქრის პუდრა  240გრ;
  • ფქვილი  150გრ;
  • რძე  60მლ;
  • კვერცხი  1ც;
  • კვერცხის ცილა  1ც;
  • კაკაო  2ს/კ;
  • ყველი მასკარპონე  5ს/კ;
  • გამაფხვიერებელი  1,5ჩ/კ;
  • მარილი  1/4ჩ/კ;
  • ხსნადი ყავა  1ჩ/კ;
  • ესპრესო  4ს/კ;

მომზადების წესი:

ბლენდერის კონტეინერში ჩავდოთ კარაქი, დავამატთ შაქარი. ავთქვიფოთ, დავამატოთ ცილა, კვერცხი, პიურე და ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ ვანილი, ყავა, რძე, გამაფხვიერებელი, მარილი. ავთქვიფოთ. ბოლოს დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი. გადავანაწილოთ ქაღალდის ფორმებში. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წთ. შემდეგ ზემოდან ჩავჩხვლიტოთ რამოდენიმე ადგილას. დავნამოთ ესპრესოსა და წყლის ნარევით. კრემი: მიქსერით ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და მასკარპონე. დავამატოთ პუდრა და განვაგრძოთ თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თითოეულ ქაფქეიქს თავზე დავადოთ კრემი და კაკაო მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო