რატატუი (კლასიკური რეცეპტი)

უგემრიელესი კერძია. განსაკუთრებულ არომატს სძენს პროვანსული სანელებლები. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი  300გრ;
  • ყაბაყი  300გრ;
  • პომიდორი  1კგ;
  • ხახვი  2თ;
  • მწვანე ბულგარული წიწაკა  2ც;
  • ნიორი  3კბილი;
  • ზეთი  50მლ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • პროვანსული სანელებელი  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბოსტნეული. ბადრიჯანს და ყაბაყს მოვაჭრათ კუდები, ბულგარულს მოვაცილოთ თესლები და ყუნწები. პომიდორი გავყოთ ორ ნაწილად, ერთს დავასხათ ადუღებული წყალი და მოვაცილოთ კანი. ჯერ მოვამზადოთ სოუსი. წვრილად დავჭრათ ხახვი, მოვშუშოთ ზეთში 2 წუთი. დავამატოთ მარილი. კანგაცლილი პომიდორი და ბულგარული დავჭრათ კუბიკებად და დავამატოთ ხახვს. მოვშუშოთ. ბადრიჯანი, ყაბაყი და დარჩენილი პომიდორი დავჭრათ მრგვლად. ზეთს შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი და პროვანსული სანელებელი. დავაყაროთ მარილი. ცეცხლგამძლე საცხობ ფორმაში ჯერ ჩავასხათ სოუსი, შემდეგ დავაწყოთ მონაცვლეობით ბადრიჯანი, ყაბაყი და პომიდორი. ბოლოს მოვასხათ ზეთიან-ნივრიან-სანელებლებიანი მასა. დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 180 გრადუსზე აირღუმელში. მოვხსნათ ფოლგა და კიდევ 20 წუთი გავაჩეროთ ღუმელში. გემრიელად მიირთვით!