ჩაშუშული ყვავილოვანი კომბოსტო

სწრაფად და მარტივად მზადდება. ყვავილოვანი კომბოსტო ძალიან სასარგებლოა.იგი დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. ამიტომ თამამად და აქტიურად მოამზადეთ მისი კერძები. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო  1თ;
  • ტომატი  50-60გრ;
  • წყალი  60მლ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • ბაზილიკი  გემოვნებით;
  • ცხარე წიწაკა (ჩილი)  გემოვნებით;
  • კარაქი  30-40გრ;
  • ზეთი  1-2ს/კ;

მომზადების წესი:

დავანაწევროთ კომბოსტო და თითოეული ნაწილი კარგად გავრეცხოთ. დავჭრათ ფირფიტებად. ტაფაში შევურიოთ კარაქი და ზეთი, საშუალო ცეხლზე, მოვშუშოთ ცხარე წიწაკა 102 წუთი, სემდეგ დავაწყოთ ბროკოლი და შევბრაწოთ 3-4 წუთი, ორივე მხრიდან. მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი, ტომატი, დავასხათ  ადუღებული ცხელი წყალი და წამოვადუღოთ. ამის შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და 15 წუთი ვშუშოთ. გარეცხილი ბაზილიკი წვრილად დავჭრათ და დავამატოთ ტაფის მასას. ავურიოთ და გადმოვდგათ. გემრიელად მიირთვით!