სალათი ქათმითა და მანგოთი “ეგზოტიკური ჩიტი”

წვნიანი, ცხარე, მომჟავო-მოტკბო სალათია. ქათმის ხორცი საოცრად ეხამება ხილს. სცადეთ! დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • შემწვარი ქათმის ფილე  300გრ;
  • მანგო  2ც;
  • წითელი ხახვი  1თ;
  • ბროწეული  1ჭ;
  • სალათის ფოთლები  4-5ც;
  • უნგრული ცხარე წიწაკა  1ც; (საშუალო სიცხარის);
  • ლიმონის წვენი  2/კ;
  • ასკილის სიროფი  2ს/კ;
  • სოიოს სოუსი  1-2ს/კ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • კარრი 1ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ ხახვი, გავრეცხოთ და თხელ რგოლებად დავჭრათ, დავასხათ ლიმონის წვენი. დავამატოთ ცოტა სიროფი და დავაყოვნოთ 10 წუთი. გავრეცხოთ და თხლად დავჭრათ საშუალო სიცხარის წიწაკა. ჩავყაროთ ჯამში. დიდ კუბიკებად დავჭრათ შემწვარი ფილე. დავმატოთ ჯამის მასას. მანგო კურკის გასწვრივ გავჭრათ შუაზე, რბილობი კუბიკებად დავჭრათ, დავამატოთ სალათს. ხახვიჩ ჩავყაროთ, დავამატოთ ბროწეული, მოვაყაროთ კარრი. გავრეცხოთ და შევაშროთ სალათის ფოთლები, დავტეხოთ და სალათს დავამატოთ. ავურიოთ. ცალკე შევურიოთ სიროფი, ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი და ზეთი. დავასხათ სალათს და აკურატულად ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!