კარტოფილის პიკანტური სალათი

არომატული, ცხარე, გემრიელი სალათია. გარნირადაც გამოიყენება. დაზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  600გრ;
  • წითელი ხახვი  1ც;
  • უნგრული საშუალო სიცხარის წიწაკა  ½ც;
  • ნიახურის ძირი  1ც;
  • ნივრის მწნილი  5-6 კბილი;
  • კამა  ½კონა;
  • ოხრახუში  ½კონა;
  • მდოგვის მარცვლები  2ს/კ;
  • შაქრის სიროფი  1ს/კ;
  • ბალზამიკოს ძმარი  2ს/კ;
  • ზეითუნის ზეთი  3-4ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ, ბოსტნეული, ხახვი გავარჩიოთ და გავრეცხოთ,  ნიორი გავარჩიოთ. თხლად დავჭრათ ხახვი, წიწაკა, ნიახური და ნიორი. მდოგვის მარცვლები, სიროფი, ბალზამიკოს ძმარი და ზეთი შევურიოთ ერთმანეთს და მოვასხათ დაჭრილ ინგრედიენტებს. მოვურიოთ და დავაყოვნოთ. მანამდე კარტოფილი მოვხარშოთ. გავრეცხოთ, წრიულად ჩავჭრათ კარტოფილი რამოდენიმე ადგილას და დავდგათ მოსახარშად. მზას გადავავლოთ ცივი წყალი, მოვკიდოთ ხელი კანს ჩაჭრილ ადგილებში და მოვაძროთ. ასე უფრო ადვილად გაიფცქვნება. დავჭრათ დიდ კუბიკებად. დავამატოთ სალათს და ავურიოთ. კარტოფილი სათითაოდ უნდა დავამატოთ. ანუ ჯერ გავფცქვნათ, შემდეგ დავჭრათ და ჩავამატოთ ჯამში. ბოლოს მარილით შევანელოთ, როცა გაცივდება, 20 წუთით მაცივარში შევდგათ. გემრიელად მირთვით!