აჯიკა ბულგარული წიწაკით და ნივრით

ცხარე, გემრიელი, ნამდვილი აჯიკაა. ხორცთან ერთად ხომ საოცრებაა. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ცხარე წიწაკა  5ც;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  2კგ;
  • შაქარი  8ს/კ;
  • მარილი  2ს/კ;
  • ნიორი  200გრ;
  • ვაშლის ძმარი 100მლ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ორივე სახეობის წიწაკა. ბულგარულს მოვაცილოთ ყუნწები და თესლები, ცხარეს მხოლოდ ყუნწები. გავარჩიოთ, გავრეცხოთ ნიორი. ზემოდან დანის დაწოლით ოდნავ დავჭყლიტოთ.ორივე წიწაკასთან ერთად  დავაბლენდეროთ.  გადმოვიტანოთ ჯამში და შევურიოთ ძმარი, მარილი და შაქარი. დავდგათ 20 წთ-ით თბილ ადგილას. პერიოდულად ვურიოთ ხის კოვზით. მზა აჯიკა გადავიტანოთ გასტერილიზებულ ქილებში, მოვხუფოთ. შევინახოთ გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!