მოცხარის შტრუდელი

ნაზი და არომატული გულსართი ამშტრუდელს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ჩაისთან ერთად დაუვიწყარია. დამზადების დრო: 1სთ.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი  1პაკეტი;
  • ბანანი  2ც;
  • თაფლი  3ს/კ;
  • შავი მოცხარი  1ჭ;
  • ნუშის ფანტელი  0,5ჭ;
  • კარაქი 50გრ;
  • შაქარი  3ს/კ;
  • კვერცხი  1ც;
  • სეზამის მარცვლები  1ს/კ;

მომზადების წესი:

გავალღოთ ცომი და გავაბრტყელოთ. ცომის ზედაპირზე დავაწყოთ დაჭრილი კარაქი, დავაყაროთ 1ს/კ შაქარი, ნუშის ფანტელი და დავასხათ თაფლი. დავაწყოთ ზოლებად დაჭრილი ბანანი, გადავხვიოთ ერთხელ და კიდეები ჩავამაგროთ, სიგრძეზე დავამატოთ მოცხარი, შაქარი დავაყაროთ და გადავახვიოთ ბოლომდე. დავდოთ ცხიმწასმულ საცხობზე, ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერხი, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, შაქარი. შევდგათ 220 გრადუსზე 20 წუთით ღუმელში. გემრიელად მიირთვით!