სალათი ,,მერცხლის ბუდე“

გემრიელი,ნოყიერი და ვიზუალურად ძალიან ლამაზი სალათია. სასიამოვნოდ გააოცებს ოჯახის წევრებსაც და სტუმრებსაც, დაამშვენებს სააღდგომო სუფრას. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიეენტები:

  • პეკინური კომბოსტო  150-200გრ;
  • ქამა სოკო  100-150გრ;
  • სტაფილო  100გრ;
  • ვაშლი  1ც;
  • ქათმის ფილე (მოხარშული)  200გრ;
  • ლორი  100-150გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ზეთი  3ს/კ;
  • არაჟანი  100გრ;
  • მაიონეზი  100გრ;
  • ლიმონის წვენი  1ჩ/კ;
  • ოხრახუში  1კონა;
  • მარილი  გემოვნებით;
  • მწყერის კვერცხი  5-7ც;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები: მოვხარშოთ ფილე, კვერცხი, გავრეცხოთ ბოსტნეული და სოკო. დავჭრათ სოკო ღერებად და მოვშუშოთ ზეთში 2-3 წთ. ასევე ღერებად დავჭრათ კომბოსტო, სტაფილო, ვაშლი, ფილე, ლორი და კვერცხი. ვაშლს მოვაპკუროთ ლიმონის წვენი, რომ არ დაიჟანგოს. ყველა ინგრედიენტიდან ცოტაოდენი გადავდოთ, მოსართავად დაგვჭირდება. ოხრახუში წვრილად დავჭრათ, არაჟანი, მაიონეზი და ლიმონის წვენი შევურიოთ ერთმანეთს, მწვანილიც შევურიოთ, მივიღეთ სოუსი. სოკო დავამატოთ სალათის ძირითად მასას, მოვასხათ სოუსი და კარგად ავურიოთ. სალათი ბუდისებურად დავდოთ ლანგარზე, მოვრთოთ ,,ბუდის“კიდეები გადადებული ინგრედიენტებით, შუაში ჩავაწყოთ გარჩეული მწყრის კვერცხები. სოტა ხანი დავაყოვნოთ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!