ქათმის გულ-ღვიძლის კუჭმაჭი

გემრიელი, ნოყიერი, მსუბუქი კერძია. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის გულ-ღვიძლი  500გრ;
  • ბროწეული  1ც;
  • ცხარე წიწაკა  1ც;
  • ნიორი  3კბილი;
  • ხმელი სუნელი 1ჩ/კ;
  • ხახვი 1თ;
  • ნიგოზი  200გრ;
  • ქონდარი  1ჩ/კ;
  • ხმელი ქინძი  0,5ჩ/კ;
  • მარილი, ძმარი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ გულ-ღვიძლი და დავდგათ მოსახარშად. გავარჩიოთ ხახვი, ნიორი. გავრეცხოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავჭყლიტოთ, წიწაკა დავნაყოთ. ნოგოზი ან დავაბლენდეროთ,ან ხორცსაკეპში გავატაროთ. შევურიოთ ერთმანეთს ყველა სუნელი, ხახვი, ნიორი, ძმარი დავასხათ. მოხარშული, ცივი გულ-ღვიძლი დავჭრათ, ავურიოთ საკმაზში, მარილით შევანელოთ გემოვნებით, მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები. გემოვნებით მიირთვით!