შტრუდელი ალუბლით

შტრუდელი უფრო ხშირად ვაშლიანი გვხვდება, მაგრამ არანაკლებ გემრიელი და არომატული გამოდის ალუბლითაც. სცადეთ! დამზადების დრო: 40წთ.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი საფუარიანი ცომი  200გრ;
  • ალუბლის კონსერვი  120გრ;
  • შაქარი 3ს/კ;
  • კვერცხი  1ც;

მომზადების დრო:

გავალღოთ ცომი და თხლად გავაბრტყელოთ. ალუბალი გავწუროთ და ავდოთ ცომის ზედაპირზე. მოვაყაროთ შაქარი, გადავახვიოთ რულეტისებურად. გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, რამოდენიმე ადგილას ჩავჭრათ. შევდგათ 180 გრადუსზე 20 წუთით. გემრიელად მიირთვით!