შტრუდელი კლასიკური რეცეპტით

ნაზი და გემრიელი გამოდის. ზოგი ფიქრობს, რომ შტრუდელის გამოსაცხობად დიდი კულინარიული გამოცდილებაა საჭირო, მაგრამ ეს ასე არ არის. მთავარია მონდომება და შედეგიც არ დააყოვნებს. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2,5ჭ;
  • ნიგოზი  1/3ჭ;
  • შაქარი  ¾ჭ;
  • ქიშმიში  ½ჭ;
  • ზეთი  3-4ს/კ;
  • თბილი წყალი  10ს/კ;
  • კარაქი  14ს/კ;
  • ვაშლი  900გრ;
  • დარიჩინი  1ჩ/კ;
  • ლიმონის წვენი  5ჩ/კ;

მომზადების წესი:

ცომისათვის შევურიოთ ფქვილი, ზეთი და თბილი წყალი. დავამატოთ 1ჩ/კ შაქარი და მწიკვი მარილი. მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი, მაქსიმალურად თხლად გავაბრტყელოთ. ტაფაში გავადნოთ კარაქი და დავამატოთ დაქუცმაცებული ნიგოზი. ვაშლი გავრეცხოთ, წვრილ კუბიკებად დავჭრათ და დავამატოთ ტაფას. დბალ ცეცხლზე მოვშუშოთ ვაშლის დარბილებამდე. დავამატოთ ქიშმიში, დარიჩინი, შაქარი და ლიმონის წვენი. ავურიოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ეს გულსართი დავდოთ ცომზე. შემდეგ აკურატულად, რულეტისებურად გადავახვიოთ შტრუდელი. გამოვაცხოთ 20 წუთი წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, შემდეგ 160 გრადუსამდე ჩამოვწიოთ ტემპერატურა და 10 წუთი ვაცხოთ კიდევ. სუფრაზე თბილი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!