“ცეზარი” ქათმით

თანამედროვე კულინარიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალათია. მსოფლიოს ყველა რესტორანში ამზადებენ. სცადეთ მისი გაკეთება სახლში, ადვილია! დამზადების დრო: 25 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  300გრ;
  • სალათის ფოთლები  500გრ;
  • პარმეზანი  70გრ;
  • ზეითუნის ზეთი  100მლ;
  • პური  300გრ;
  • ნიორი  1კბილი;
  • ხამსა  15გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • შავი პილპილი  გემოვნებით;
  • მარილი  გემოვნებით;
  • ლიმონის წვენი  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

ქათმის ფილე გავრეცხოთ, შევახვიოთ ფოლგის ქაღალდში და შევწვათ აირღუმელში. შმდეგ დავჭრათ მოდიდო ნაჭრებად. დავჭრათ პური 1სმ კუბიკებად. შევურიოთ 4ს/კ ზეითუნის ზეთი, ½ჩ/კ მარილი და 1ჩ/კ შავი დაფქული პილპილი. პურის კუბიკები ამოვავლოთ ამ ნარევში და გამოვაცხოთ 200 გრადისზე 15 წუთით. კვერცხი მხოლოდ 1 წუთი ვხარშოთ (თოხლო). გავარჩიოთ, დავამატოთ ხამსა, 20გრ გახეხილი ყველი, ნიორი, ლიმონის წვენი და 2ს/კ ზეითუნის ზეთი. ავურიოთ. დავაბლენდეროთ. სალათის გარეცხილი და შემშრალოი ფოთლები დიდად დავტეხოთ, დავამატოთ პურის კუბიკები,   40გრ გახეხილი პარმეზანი, და ხამსიანი მასა. ავურიოთ, გადავიტანოთ სასალათეში, მოვაწყოთ ფილეს ნაჭრები, მოვაყაროთ დარჩნილი გახეხილი ყველი. გემრიელად მიირთვით!