ხარჩო მეგრულად

ყველასათვის ნაცნობი მეგრული ხარჩო ცოტა განსხვავებული ვარიანტით შემოგთავაზეთ. გამოდის ნოყიერი და გემრიელი. სადილის მშვენიერი ვარიანტია. დამზადების დრო: 1 სთ 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • საქონლის მკერდის ხორცი  250გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1ც;
  • ნიორი  2-3კბილი;
  • ნიგოზი  2ს/კ;
  • პომიდორი  2ც;
  • ბრინჯი  0,5ჭ;
  • ტყემალი  2ს/კ;
  • ქინძი  1კონა;
  • ხმელი ქინძი, დაფქული წითელი პილპილი, ხმელი სუნელი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ, დავჭრათ ხორცი, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. გარჩეული ნიგოზი და ნიორი დავაბლენდეროთ. დავაქუცმაცოთ გარეცხილი ქინძი. ხახვი და სტაფილო გავასუფთავოთ და დავჭრათ: ხახვი ნახევარრგოლებად, სტაფილო მეოთხედებად. პომიდორს მდუღარე გადავავლოთ, კანი მოვაცილოთ და დავჭრათ. ბულიონში ჩავყაროთ ხახვი, სტაფილო, პომიდორი. დავამატოთ ტყემალი და სუნელები. შემდეგ დავამატოთ გარეცხილი ბრინჯი. ვადუღოთ 10-15 წთ. ბოლოს მოვაყაროთ მწვანილი და ნიგვზიანი მასა. გემრიელად მიირთვით!