ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო

სასარგებლო, გემრიელი, მარტივად მოსამზადებელი კერძია. ძალიან უხდება ნაღებისა და ყველის სოუსი. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ბრიუსელის კომბოსტო  450გრ;
  • ბროკოლი  450გრ;
  • ნაღები  3/4ჭ;
  • რძე  3/4ჭ;
  • კარაქი  2ჩ/კ;
  • ზეითუნის ზეთი  2ჩ/კ;
  • ფქვილი  4ჩ/კ;
  • ყველი  500გრ (მაგარი სახეობის, მოცარელა);
  • მარილი, პილპილი, დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ღუმელი ჩავრთოთ 180 გრადუსზე. ავადუღოთ წყალი, დავამატოთ მარილი და მოვხარშოთ ბრიუსელის კომბოსტო. 5 წთ ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ ყვავილედებად დაშლილი ბროკოლი, 2-3 წთ ვხარშოთ. ჯამში ჩავასხათ წყალი ყინულებით, გადავწუროთ ბოსტნეული. მოვამზადოთ სოუსი: მომცრო ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ზეთი. დავაყაროთ ფქვილი, ამოვურიოთ და მოვშუშოთ 1-2წთ. დავამატოთ მარილი, სუნელები. დავასხათ რძე, ნაღები. ავადუღოთ, დავამატოთ ყველი, ვადუღოთ და ყველი როცა გალღვება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ბოსტნეული ჩავდოთ სოუსში და აკურატულად ამოვურიოთ. გადავიტანოთ შესაწვავ ფორმაში, ფოლგა დავაფაროთ და ღუმელში შევდგათ. ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო 30 წთ შემდეგ გადმოვიღოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო