ქაფქეიქები კეფირის ცომით

უსწრაფესად და უმარტივესად მზადდება. მსუბუქია, გემრიელი. სცადეთ ქაფქეიქები კეფირის ცომით და ისიამოვნეთ ახლობლებთან ერთად! დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  250გრ;
  • კეფირი  250მლ;
  • კვერცხი  2ც;
  • ზეთი  100გრ;
  • შაქარი  100გრ;
  • მარილი  მწიკვი;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • ლიმონის ცედრა  1ჩ/კ;
  • ვანილის სიროფი  1ჩ/კ;
  • ყაყაჩო  1ს/კ;
  • ცუკატი  50გრ;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავახალოთ 2ც კვერცხი, დავამატოთ კეფირი, ზეთი, ვანილის სიროფი. ავთქვიფოთ მიქსერით. მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ თხევად მასას. ავთქვიფოთ. ავიღოთ ფორმები, ჩავაფინით საცხობი ქაღალდი, ჩვასხათ ცომი, ცოტა ცუკატები დავამატოთ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 25-30 წთ. სურვილისამებრ, დავაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო