ქათმის ფრთები კარტოფილით

ქათმის ფრთები კარტოფილით მარტივად მოსამზადებელი, ნოყიერი და გემრიელი კერძია. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფრთები  1კგ;
  • კარტოფილი  1კგ;
  • სოიოს სოუსი  5ს/კ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • ლიმონის წვენი  1ს/კ;
  • ნიორი  3-4კბილი;
  • შავი დაფქული პილპილი  0,5ჩ/კ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ფრთები დავჭრათ. მარინადი: სოიოს სოუსი, ზეთი, ლიმონის წვენი და პილპილი შევურიოთ. ჩავაწყოთ მარინადში ფრთები, კარგად ამოვურიოთ, ცელოფანი გადავაფაროთ და მაცივარში შევდგათ 30 წთ. დავჭრათ კარტოფილი, დავაწყოთ ზეთწასმულ საცხობში, ზემოდან ქათმის ფრთები დავალაგოთ და მარინადი მოვასხათ. გადავაფაროთ ფოლგა, შევდგათ 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 45 წთ. 10 წუთით მოვხსნათ ფოლგა, რომ ფრთები დაიბრაწოს. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო