ქათმის ფრთები თაფლისა და ნივრის მარინადში

ქათმის ფრთები თაფლისა და ნივრის მარინადში განსაკუთრებულად არომატული და გემრიელი გამოდის. ბიუჯეტური კერძია. სადილის ან ვახშმის მისაღები ვარიანტია. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფრთები  1კგ;
  • თაფლი  2ს/კ;
  • ნიორი  3-4კბილი;
  • მდოგვი  1ს/კ;
  • სოიოს სოუსი  1ს/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  0,5ჩ/კ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. მარინადი: თაფლი, სოიოს სოუსი, მდოგვი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი და მარილი შევურიოთ. შევაზილოთ ეს მარინადი ფრთებს, მჭიდროდ გადავახვიოთ საკვების ცელოფანით და 1 სთ შევდგათ მაცივარში. საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, ზეთი წავუსვათ, დავაწყოთ ქათმის ფრთები, მოვასხათ დარჩენილი მარინადი და შევდგათ 200 გრადუსზე 40 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო