ქათმის სუფლე ღუმელში

ნაზი კერძია. მთავარია, არ გამოაშროთ ღუმელში. ოდნავ ნოტიო უნდა იყოს. ფარში ღამე უნდა მოამზადოთ და დილით უკვე სწრაფად გააკეთებთ დანარჩენს. დამზადების დრო: 1სთ 10 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  2ც;
  • ხახვი  2თ;
  • მაიონეზი  2ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ქათმის ფილე გავრეცხოთ და სასუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ, ხახვი გავარჩიოთ, გავრეცხოთ. ფილე და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში. ფარშს დავამატოთ მარილი, პილპილი, მაიონეზი და ამოვურიოთ. შევდგათ მაცივარში მთელი ღამით. დილით ღუმელი გავახუროთ 200 გარდუსამდე, ფარში ჩავდოთ ღრმა ფორმაში (ცხიმის წასმა არ უნდა), შევდგათ ღუმელში 20 წთ, შემდეგ ტემპეარტურას დავუწიოთ 180 გრადუსამდე და კიდევ 20 წთ გავაჩეროთ. გადმოვიღოთ და 5-10 წთ დავაყოვნოთ, რომ გაუჯდეს ყველა ინგრედიენტი. ქათმის სუფლე ღუმელში მზადაა! დაჭერით და გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო