მეგრული ხარჩო

ნოყიერი, არომატული, სხვადასხვა გემოებით გაჯერებული უგემრიელესი კერძია. შეუძლებელია,ვინმეს ეს ხარჩო არ მოსწონდეს! დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი  1კგ;
  • ხახვი  2-3თ;
  • პომიდორი  ½კგ;
  • ნიგოზი  350გრ;
  • ნიორი  3-5კბილი;
  • კარაქი  50გრ;
  • სიმინდის ფქვილი  1ს/კ;
  • ხმელი სუნელი, დაფქული ქინძი, ცხარე წიწაკა, მარილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 1ჭ წყალი და დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ. გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი, დავჭრათ და დავამატოთ ხორცს. დავამატოთ კარაქი და მოვხრაკოთ საშუალო ცეცხლზე. მარილით შევანელოთ. ნიგოზი მოვხალოთ და დავაბლენდეროთ, დავამატოთ სუნელები. როცა ხორცი კარგად დარბილდება, სიმინდის ფქვილი დავამატოთ. ამოვურიოთ. დავამატოთ გარეცხილი, დაჭრილი პომიდორი. გარჩეულ-გარეცხილი ნიორი დავჭყლიტოთ. ნიგვზიან მასას ოდნავ წყალი დავასხათ და კარგად ავურიოთ. ჩავამატოთ ხორცს, ნიორიც დავამატოთ. წამოვადუღოთ, 5 წთ კიდევ ვადუღოთ და გადმოვდგათ. გემრიელად მიირთვით!