ხაჭოს პასკა

ამ პასკას გამოცხობა არ სჭირდება. გამოდის ძალიან ნაზი და ეფექტური. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო  600გრ;
  • არაჟანი  125გრ;
  • კარაქი  50გრ;
  • შაქარის პუდრა  1ჩ/ჭ;
  • მარილი  მწიკვი;
  • ვანილი  მწიკვი;
  • ნაღები  30გრ;
  • ცუკატები  გემოვნებით;
  • ჟელატინი  20გრ;

მომზადების წესი:

ჟელატინს დავასხათ წყალი, რომ გაფუვდეს და გასქელდეს. ხაჭო გავსრისოთ საცერში, შემდეგ დავამატოთ არაჟანი, შაქრის პუდრა, ნაღები, კარაქი და მარილი. კარგად ავურიოთ ან მიქსერით ავთქვიფოთ. ბოლოს დავამატოთ ვანილი. გაფუებული ჟელატინი შევათბოთ ორთქლზე და დავამატოთ ხაჭოს მასას, კარგად ავურიოთ. გავყოთ ეს მასა 2 ნაწილად. ერთს შევურიოთ ცუკატები, ოდნავ სველი მარლა ორად გავკეცოთ და ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში, ჩავდოთ მასში ხაჭოიანი მასა, ზემოდან დავაფაროთ მარლა, დავადოთ ლამბაქი და  დავდგათ ზედ წყლიანი ქილა, რომ დაიპრისოს. 2 საათით შევდგათ მაცივარში. დავჭრათ რგოლებად ბანანი, შევურიოთ ხაჭოს ნახევარს, ჩავაწყოთ პორციებად სილიკონის მრგვალ ფორმებში და შევდოთ მაცივარში 1 საათით. შემდეგ ამოვიღოთ ფორმებიდან, მოვაცილოთ მარლაც. ზემოდან შეგვიძლია სპეციალური მოსაყრელი მოვაფრქვიოთ. გამოვიდა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ლამაზიც. მრავალ აღდგომას დაესწარით!