სამარხვო ფუნთუშები

ფაფუკი, ნაზი და გემრიელი გამოდის. სამარხვო ფუნთუშები შესანიშნავად შეავსებს დილის საუზმეს ჩაისთან ან ყავასთან ერთად. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  3ჭ;
  • წყალი  1ჭ;
  • საფუარი  1ჩ/კ;
  • ზეთი  80მლ;
  • შაქარი  1/2ჭ;
  • მარილი  მწიკვი;
  • ვანილი;
  • შაქრის პუდრა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავცრათ ფქვილი, დავამატოთ მარილი, ცალკე თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და ცოტა ხანი დავაყოვნოთ. ფქვილს დავამატოთ შაქარი, დავასხათ ზეთი და საფუარი. მოვზილოთ ცომი. ზეთწასმულ ჯამში ჩავდოთ , გადავაფაროთ და 1,5 სთ დავაყოვნოთ. ამოსული ჩავზილოთ და დაველოდოთ, კიდევ რომ ამოვიდეს. შემდეგ ცომისგან გავაკეთოთ ბურთულები, დავაწყოთ ზეთწასმულ საცხობზე და შევდგათ 180-190 გრადუსზე 20 წთ. მზას მოვაყაროთ ფუნთუშები. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო