სატაცური კვერცხით

უსწრაფესად და უმარტივესად მზადდება. სატაცური კვერცხით იდეალური საუზმე იქნება! დამზადების დრო: 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • სატაცური  20ღერი;
  • კვერცხი  2ც;
  • კარაქი  50გრ;
  • პარმეზანი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გადავარჩიოთ სატაცური, მაგარი ნაწილი მოვაჭრათ, გავრეცხოთ. აბადუღოთ წყალი, მარილი დავამატოთ და ჩავდოთ სატაცური, 7 წთ შემდეგ ამოვიღოთ. ცალკე შევწვათ კვერცხი, მთლიანად. გავალღოთ კარაქი, გადმოვდგათ, თეფშზე ჯერ სატაცური დავდოთ, შემდეგ კვერცხი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და მოვასხათ კარაქი. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო